დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე კი პოლიტკოვსკაიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, კლდეკარის, ხერთვისის, ბუგეულის, ზღვისუბნის და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბაშიძის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და კერესელიძის ქუჩის მოსახლეობა.