logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კობა კობალაძემ ქართველ არტილერისტთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო
კობა კობალაძემ ქართველ არტილერისტთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო
20:35 15.03.2021
დღეს, ქვეყანაში, ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალზე, ქართველ არტილერისტთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მებრძოლებმა, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს. სწორედ ქართველ არტილერისტთა ეს შეუპოვარი ბრძოლა გახდა საფუძველი 15 მარტს ქართული არტილერიის დღის აღნიშვნისა.

კობა კობალაძემ, ქართველ არტილერისტებს დღევანდელი დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ გაიხსენა 1993 წლის 15/16 მარტს, აფხაზეთში, მდინარე გუმისთაზე, გაცილებით კარგად შეიარაღებული და მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ქართველი არტილერისტების გამორჩეული თავდადება და წარმატება:'' "დღეს არის 15 მარტი, საქართველოს არტილერიის დღე. მაქვს პატივი, მივულოცო ყველა არტილერისტს, ყველა მამულისათვის თავდადებულ კაცს, ქალს. მინდა, კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გმირულად დაღუპული ჩვენი თანამემამულენი და რაც უმთავრესია, კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ის დიადი 15-16 მარტი, როდესაც სოხუმზე, რუსეთის გენერალურ შტაბში დაგეგმილი შეტევა იყო არა მარტო მოგერიებული, არამედ წარმატებით დასრულებული სამხედრო ოპერაციები. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, იმისა რომ ჩვენ ერთად დგომით ძალგვიძს გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა,"- განაცხადა კობა კობალაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა