logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შიდა ქართლში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერეს
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შიდა ქართლში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერეს
22:10 13.03.2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც კასპში ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ტექნოპარკი და პროფესიული სკოლა, რომელიც ერთდროულად ორასზე მეტ სტუდენტს ემსახურება, თანამედროვე სტანდარტებით არის აშენებული და ბიზნესის შექმნის თვალსაზრისით, ახალ შესაძლებლობებს იძლევა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ასეთი ტიპის პროექტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში შეიქმნას ასეთი თანამედროვე ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ გაეცნონ ტექნოლოგიებს, მიიღონ თანამედროვე ცოდნა, რომელიც მათ კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება სამუშაო ადგილების მოძიებაში. თავისთავად, ეს ცენტრი კასპში არის მომავლის ეკონომიკის ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესს, რაც ასევე მნიშვნელოვანია დღეს ადგილებზე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელ გეოგრაფიაში ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და ხელი მიუწვდებოდეთ ახალ ტექნოლოგიებზე, თანამედროვე ცოდნაზე და ინფორმაციაზე, რომელიც ამ სწრაფ მსოფლიოში დღეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ინიციატორებს, განმახორციელებლებს, იყო ხელისუფლების დაპირება და ეს დაპირება შესრულდა, როგორც ხედავთ, კასპს დღეს აქვს თანამედროვე ტექნოპარკი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და პროფესიული სკოლა, რომელიც ქმნის რეგიონში ახალ შესაძლებლობებს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის განმარტებით, ტექნოპარკი შიდა ქართლის მოსახლეობას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა, გახდნენ გლობალური ინოვაციური ეკოსისტემის მონაწილეები და კონკურენტუნარიანი სტარტაპ პროექტები შექმნან.

კასპის ტექნოპარკის მენეჯერის, ხატია ბაინდურაშვილის განცხადებით კი, ტექნოპარკმა, რომელიც ოქტომბერში გაიხსნა, შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა მიმართულებით, ახალგაზრდების დიდი რაოდენობა უკვე გადამზადდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა