საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 15 მარტს, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი უსაფრთხო გარემოში
განახლდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.
ტესტირების პროცესი სხვა სკოლებთან ერთად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა და იგი სრულ მზადყოფნაში ხვდება სწავლის განახლებას. სკოლა სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებითა და ყველა საჭირო ინვენტარით. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს 15 მარტიდან უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდება.
საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.