დედაქალაქის გარკვეულ დსასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის(ნაწილობრივ), დვალის, გლინკას, გუდამაყრის, მუხრანის, ხორნაბუჯის, ჩარგლის, თაყაიშვილის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვარკეთილის III მასივისVII კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე აბაშიძის (ნაწილობრივ) და კოკა კლდიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ფეიქართა ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა.