გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის
მიმართულებით ერთ რეისს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
თბილისი – ბათუმი – თბილისი № 805/806
გასვლა- თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა- თბილისი
7:25 13:00 13:40 19:12
აქვე შეგახსენებთ კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:
გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.
ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.