პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის მონიტორინგის და ფერმერთა ინტერესების
დაცვის მიზნით, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს აქტიურად განახორციელებს.
2020 წელს, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედვად სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ამოწმებდნენ სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების მაღაზიებს . ამ პერიოდში შემოწმდა 500 მდე სარეალიზაციო ობიექტი , გამოვლინდა 154 სამართალდარვევა (მარკირების ,შენახვის, რეალიზაციის წესების და ვადების წესების დარღვევა), რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები- ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ უხარისხო ქიმიკატების რეალიზაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო, განაგრძობს უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით, სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.