ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,
პრიორტიტეტების გამოვლენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
დღეს, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ვალეში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, საკრებულოს დეპუტატი და მერის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 612 000 ლარი დაიხარჯება. საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად, დასახლებებში საერთო კრებები და კონსულტაციები 22 თებერვალს დაიწყოდა 12 მარტს დასრულდება.