logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ბორჯომში ახალი პროფესიული კოლეჯი შენდება
ბორჯომში ახალი პროფესიული კოლეჯი შენდება
15:19 11.03.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წლისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი პროფესიული კოლეჯი ექნება.

რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები თანამდროვე პროფესიულ განათლებას უახლესი სტანდარტების შესაბამის გარემოში დაეუფლებიან. კოლეჯში დაინერგებაროგორც მოკლევადიანი, ისე მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, ასევე, სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებებსა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებზე, კერძოდ: სატყეო, ხის გადამუშავების და სხვადასხვა სახელობო მიმართულებებზე.

კოლეჯშილაბორატორიები აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე კერძო სექტორთან. 

სამშენებლო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით ფარცვანიასთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ზაალიშვილთან ერთადდაათვალიერა.

ბორჯომის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.პროექტის ღირებულება ათ მილიონამდე ლარია.

სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წელს აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა პროფესიულ სასწავლებლებს ქუთაისში, შუახევში, მარნეულში, ჩოხატაურში, კასპსა და თელავში. პროცესი გრძელდება და 2021 წლისთვის საქართველოს კიდევ 11 ქალაქს ექნება ახალაშენებული /რეაბილიტირებული პროფესიული სასწავლებელი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა