logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მონიტორინგი გრძელდება
უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მონიტორინგი გრძელდება
10:55 11.03.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, ამჯერად კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები ადგილზე შეაფასა.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსი და საგამოცდო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს. შესაბამისად, ორივე უნივერსიტეტი მზადყოფნაშია სასწავლო პროცესის სრულად აღსადგენად.

მისი თქმით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევები წარმატებით დაძლიეს და მოკლე ვადებში შეძლეს შერეული სასწავლო პროცესის გამართულად ორგანიზება.

მინისტრის მოადგილემ სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გაგრძელებასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა ინფორმირების მნიშვნელობაზეც. როგორც მან აღნიშნა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ სტუდენტებთან და აწვდიან მათ ყველა საჭირო ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები ხორციელდება Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების, ასევე, უნივერსიტეტში სანიტარული ნორმების დაცვის კუთხით.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევა, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.

უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით უნივერსიტეტების მონახულება, როგორც სამინისტროს, ასევე, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სისტემატურ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა