logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერას აგრძელებს
ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერას აგრძელებს
13:25 10.03.2021
დღეს, ხელი მოეწერა ლიბერთი ბანკსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მემორანდუმს.

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი კვლავაც რჩება სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის - #ლიბერთიგულით ფარგლებში, წლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებული, 54 მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში.

ლიბერთი ბანკი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აფინანსებს, რაც მთელი წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე შეადგენს.

2021 წლის იანვრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 278 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 56 შშმ პირი. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი იღებს.

„კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო უწყების მხარდაჭერა და გვერდში დგომა კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, მით უფრო როცა საქმე ეხება სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებსა და მოხუცების საცხოვრებელ საოჯახო ტიპის სახლების და თავშესაფრების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასა და კომუნალური ხარჯების ანაზღაურების დაფარვას.

სააგენტოსთან პარტნიორული თანამშრომლობა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება, სამაგალითოა შეთანხმების ჯეროვანი შესრულებაც. ლიბერთიმ დაამტკიცა, რომ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარებაში, არის პასუხისმგებლიანი კომპანია და უდიდესია მათი დახმარება, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით“, - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე.

„ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება.

გასულ წელს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა მთელი ქვეყანა და პრიორიტეტს უკვე ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა #ლიბერთიგულით, რომლის ფარგლებში, სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად მხარში დავუდექით თავშესაფრებს პროდუქტებითა და მედიკამენტებით.

ასევე, ჩავერთეთ სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობებში, რომ ამ სახლების ბენეფიციარებისთვის იზოლაციის პერიოდი შეგვემსუბუქებინა. ჩვენ ვცდილობთ გულით ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ყოველთვის ვიყოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.“ - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ვასილ ხოდელი.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge;
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა