ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად,
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებს გააცნო, ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს.
"აღნიშნული პროექტები მუნიციპალიტეტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ - ეკომომიკურ მდგომარეობას, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში და სხვა აქტულური საკითხები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ" - აცხადებენ ონის მერიაში.