logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
“ვოლვო ქარსი“ 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება
“ვოლვო ქარსი“ 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება
14:16 09.03.2021
„ვოლვო ქარსი“ მოტივირებულია, გახდეს ლიდერი პრემიუმ ელექტროავტომობილების სწრაფად მზარდ ბაზარზე და გეგმავს, 2030 წლისთვის გახდეს სრულად ელექტროავტომობილების კომპანია.

2030 წლისთვის კომპანია აპირებს, მხოლოდ სრულად ელექტროავტომობილების წარმოებაზე გადაერთოს და მისი გლობალური პორტფელის შემადგენლობიდან შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ნებისმიერი ავტომობილი ეტაპობრივად ამოიღოს, მათ შორის ჰიბრიდები.

კომპანიის სვლა სრულად ელექტროავტომობილების მწარმოებლად გარდაქმნისაკენ ამბიციური კლიმატური გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია, კონკრეტული მოქმედების საშუალებით მუდმივად შეამციროს თითოეული ავტომობილის ნახშირბადის კვალი ატმოსფეროში, მისი მომსახურების ვადის განმავლობაში.

„ვოლვო ქარსის“ სვლას სრული ელექტრიფიკაციისკენ თან ახლავს გაზრდილი ყურადღება ონლაინ გაყიდვებზე. ყველა სრულად ელექტრო მოდელი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ონლაინ.

2030 წლის ამბიცია წარმოადგენს „ვოლვო ქარსის“ ელექტრიფიკაციის სტრატეგიის დაჩქარებას, რაც გამოწვეულია ბოლო წლებში მის ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნით და მოლოდინით, რომ შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილების ბაზარი მცირდება.

„იმისათვის, რომ დარჩე წარმატებული, საჭიროა მომგებიანი ზრდა. ასე რომ, შემცირებულ ბიზნესში ინვესტიციის ჩადების ნაცვლად ჩვენ ვირჩევთ, ინვესტიცია დავაბანდოთ მომავალში - ელექტრო და ონლაინ ”- განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკან სამუელსონმა. ”ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებულნი, გავხდეთ ლიდერი სწრაფად მზარდ პრემიუმ ელექტროსეგმენტში.”

გასულ წელს „ვოლვო ქარსმა“ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ბაზარზე გამოუშვა თავისი პირველი სრულად ელექტროავტომობილი, XC40 Recharge. მარტში კომპანიამ ახალი სრულად ელექტრო მოდელი, C40, წარადგინა.

უახლოეს წლებში „ვოლვო ქარსი“ გაყიდვაში რამდენიმე დამატებით ელექტრო მოდელს გამოუშვებს. 2025 წლისთვის მიზნად ისახავს, მისი მსოფლიო გაყიდვების 50% შედგებოდეს სრულად ელექტროავტომობილებისგან, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდებისგან. 2030 წლისთვის ბრენდის მიერ გაყიდული ყოველი ავტომობილი სრულად ელექტრო უნდა იყოს.

”შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის გრძელვადიანი მომავალი არ არსებობს” - განაცხადა ჰენრიკ გრინმა, მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა. ”ჩვენ მტკიცედ ვართ მოტივირებულნი, გავხდეთ მხოლოდ ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანია და ეს გადასვლა უნდა მოხდეს 2030 წლისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი, როდესაც საქმე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხს ეხება.”

„ვოლვო ქარსის“ ოფიციალური ცენტრი მდებარეობს თბილისში.
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, #5.
ტელ: 032 224 42 42


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა