საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)
საქართველოს ოფისის პარტნიორობით განხორციელდა პროექტი, რომლის მიზანია COVID19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლანჩხუთის ფილიალის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მარტოდ მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, საჩუქრად ტელეფონები გადასცეს.