ონის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლასა და ბიბლიოთეკაში სტუმრებს უმასპინძლეს და
ქალბატონებს ლამაზი დღესასწაული მოუწყვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და მოადგილე ეკა მაისურაძე.
დავით ჩიკვაიძემ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება უსურვა.
პოეტმა ანა ერისთავმა ისაუბრა დღესასწაულის მნიშვნელობაზე და საკუთარი ლექსებით მიულოცა ქალბატონებს 8 მარტი.
სამხატვრო სკოლის მოსწავლემ ლუკა ლიჩელმა კი საკუთარი შემოქმედების გამოფენით გამოხატა პატივისცემა და სიყვარული და ამ ფორმით მიულოცა ყველა დედას, ბებიას, დას და ქალბატონს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული.