თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან დავითაშვილი, ამავე
რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ერთ -ერთ დამსახურებულ პედაგოგს ესტუმრა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
დეპუტატის განცხადებით, ქალბატონი ლიანა 50 წელი ემსახურა ქვეყანას და არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა.
,,პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა.სწორედ პედაგოგია ის ადამიანი, ვინც ყოველდღიური, დაუღალავი შრომის შედეგად ქმნის ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს. დღევანდელი დღე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ერთ -ერთ დამსახურებულ პედაგოგს მივულოცეთ, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის დედა გახლავთ. მისმა ვაჟმა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. მსურს, დიდი პატივისცემით მივულოცო ქალთა საერთაშორისო დღე ქალბატონ ლიანას, ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.