ორთაჭალიდან აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი საპროტესტო მსვლელობით ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართა.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახტანგ შამუგიამ განუცხადა, სტუდენტები პროტესტს ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააფიქსირებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაგომას მოითხოვენ.
„პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გამო ყველა უპირობოდ უნდა დაისაჯოს“ - განაცხადა შამუგიამ.
აქცია - „არ აწამოს“ ფარგლებში, სტუდენტებმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ფეხით მსვლელობა ორთაჭალის მიმართულებით მოაწყვეს.

















