აქცია - „არ აწამოს“ მონაწილე სტუდენტებმა ორთაჭალის ციხესთან გადაინაცვლეს და პატიმრებს სოლიდარობა იქ გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით - „არ აწამო“, „სოლიდარობა პატიმრებს“ და სკანდირებენ - „პატიმრებო, თქვენთან ვართ“ და „ძირს ახალაია“. მათ პროტესტის ნიშნად ორთაჭალის ციხის ეზოში ცოცხი გადააგდეს. ცოცხი პატიმართა წამების შესახებ გავრცელებულ კადრებში სექსუალური ძალადობის ერთ-ერთ იარაღად ფიგურირებს.
აქციის მონაწილეებს ციხის ფანჯრებიდან პატიმრები ხელის ქნევით გამოეხმაურნენ და საკნებიდან ტანსაცმელი გადმოფინეს.
აქცია ციხესთან სტვენითა და შეძახილებით ამ დრომდე გრძელდება.

















