logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
პრემიერმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია დაავალა
პრემიერმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია დაავალა
12:49 04.03.2021
მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ გამოთქმულ წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა, კითხვები ბუნებრივია, არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი, დასაბუთებული, პროფესიონალური და კვალიფიციური პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა, უშუალო კომუნიკაციაში იყვნენ მოსახლეობასთან, ასევე, მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენებში პარლამენტში.

„ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ბატონ ლევან დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე ხვალ და დაიწყონ კომუნიკაცია უშუალოდ მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშრებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, მონაწილეობა მიიღონ შესაბამის საკომიტეტო მოსმენებში პარლამენტში. მნიშვნელოვანია, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ გამოწვევას ქვეყანამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს.

„ მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ვიპოვით ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა არც ერთი კითხვა საზოგადოებაში არ დარჩეს პასუხგაუცემელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა