არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან
აბაშიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს შეხვდნენ, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა დედებს ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.
„დედის დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ყველა იმ ქალბატონს, რომლის შვილებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირეს. თქვენი შვილების გმირობის, მათი სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი საქართველოს ისტორიაში ღირსეულ ადგილს იკავებს. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის კვლავ გაერთიანებამ შეგიმსუბუქოთ ის დიდი ტკივილი, რომელსაც წლებია გულით ატარებთ. იმედი მაქვს, არც ერთი დედა აღარ გამოსცდის იგივეს და სახელმწიფო სამშვიდო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას და ღირსეულ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ საქართველოში“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.