დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე კი მირზა შაფის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას შეეხება.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლიების, თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების, შატილის, საჩხერის, ურეკის, ცოდნისკარის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობა.