logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
განათლების სამინისტრო: პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად პროფესიული კოლეჯების მონიტორინგი სისტემატურად გაგრძელდება
განათლების სამინისტრო: პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად პროფესიული კოლეჯების მონიტორინგი სისტემატურად გაგრძელდება
17:42 01.03.2021
საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ კოლეჯებში პრაქტიკული სწავლების კომპონენტი დღეიდან უკვე დასწრებული ფორმით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლების პარალელურად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით დღეს პროფესიულ კოლეჯ „იკაროსს“ მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ეწვია და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ უსაფრთხოების ნორმებს ადგილზე გაეცნო.

1-ლი მარტიდან კოლეჯ „იკაროსში“ პროფესიული სტუდენტების სასწავლო სივრცეში დაბრუნების პირველი ეტაპი დაიწყო, რაც პროფესიული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტების სასწავლო სახელოსნოებსა და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა სივრცეებში წარმართვას გულისხმობს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოლეჯში დაცულია უსაფრთხოების ყველა რეკომენდაცია, რაც ითვალისწინებს სასწავლებლის სივრცეში არა მხოლოდ პირბადეების ტარებას, არამედ სოციალური დისტანციის დაცვას, თერმოსქრინინგსა თუ დეზობარიერების გამოყენებას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვინაიდან შემოდგომაზე კოლეჯში სწავლა დასწრებულ ფორმატში მიმდინარეობდა, კოლეჯს უკვე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ოპერირების გამოცდილება. შესაბამისად, არსებული გამოწვევებისთვის კოლეჯი კარგად არის მომზადებული. მისივე განცხადებით, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მხარდამჭერი მონიტორინგის პროცესი და სამინისტროს წარმომადგენლები ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას მოინახულებენ.

კოლეჯი „იკაროსი“ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზეა ორიენტირებული და ახორციელებს ისეთ მოდულურ პროგრამებს, როგორებიცაა კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება. ასევე, კერძო სექტორთან პარტნიორობით, კოლეჯში ხორციელდებაპროგრამები – კერძების მომზადების ტექნოლოგია და საკონდიტრო მინი ნაწარმი. აღნიშნული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტი საწარმოს ბაზაზე ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა