მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით,
ეპიდემიის გამო მსჯავრდებულებისთვის ონლაინ აქტივობები გრძელდება. ამჯერად, #16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის თელავის ისტორიული მუზეუმიდან ონლაინ ჩართვა მოეწყო.
მუზეუმის ტურში მსჯავრდებულებს „კახთა მეფის სასახლის“ დათვალიერებისა და ერეკლე მეფის შესახებ ისტორიული ცნობების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ინიციატივა, კულტურისა და ხელოვნების მიმართ მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლებასა და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ითვალისწინებს.
პროექტი მომავალშიც გაგრძელება და საქართველოს მუზეუმების ონლაინ ტური ეტაპობრივად, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის გაიმართება.