დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), რაზმაძის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, მცხეთის, შროშის და ბესიკ ბურკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქერჩის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობა, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე კი გურამიშვილის გამზირის, სამუელ ბუაჩიძის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩების მოსახლეობა.