დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სულხან ცინცაძის სვანიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას,
11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი 26 მაისის მოედნის, ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ამაშუკელის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:30 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა, ხოლო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ვაზისუბნის I მიკრორაიონის მოსახლეობა.