ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით
გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, 25 თებერვალს ღების, ჭიორის და გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც "სოფლის პროგრამის ფარგლებში" დაფინანსდება.
დიდი ღები- სასმელი წყლის რეაბილიტაცია.
პატარა ღები- სველი წერტილის მოწყობა.
გონა- გზის რეაბილიტაცია.
ჭიორა-სკვერის მოწყობა.
გლოლა-სკვერი შესაბამისი ინვენტარით.
2021 წლის 25 თებერვლის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 8 ადმინისტრაციული ერთეულის 34 სოფელში ჩატარდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.