ამ წუთებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები შს მინისტრის ბაჩო ახალაიას თანამდებობდან გადადგომას მოითხოვენ.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკოლოზ მეტრეველმა განუცხადა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ისინი მსვლელობას მოაწყობენ იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან.
მისივე თქმით, ის, რაც დღეს ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მიუღებელია. ამიტომ, მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაა.
უნივერისტეტთან ამ დროისთვის რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. აქციას რიგითი მოქალაქეებიც უერთდებიან.

















