დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის I მიკორაიონის(ნაწილობრივ),დელისის III ქუჩის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მირიან მეფის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას, 11:30 საათიდან 13:00 საათამდე კი ცინცაძის ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობას შეეხება.
13:30 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას უნივერსიტეტის ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობა, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მირზა შაფის და გრიშაშვილის(ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კეკელიძის ქუჩის მოსახლეობა.