logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა სისტემაში შემავალი უწყებებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების ვადები და მექანიზმები განმარტა
მიხეილ ჩხენკელმა სისტემაში შემავალი უწყებებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების ვადები და მექანიზმები განმარტა
15:51 24.02.2021

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან, საქართველოს მასშტაბით,

მუშაობას განაახლებს საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო გარემო. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გარდა ამისა, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაიწყება აღმზრდელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 20%-ის სავალდებულო ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, მათი საქმიანობის აღდგენა 2 ეტაპადაა დაყოფილი. 1-ლი მარტიდან მათ უფლებამოსილება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და ასევე გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. მეორე ეტაპზე, 15 მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიული კოლეჯებს უფლებამოსილება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საქმიანობა და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეტაპზე, უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისთვის არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაცით, ინდივიდუალურად მიიღებენ.

კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და პროფესიული სასწავლებლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით. სამინისტრო განახორციელებს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის სისტემატურ მონიტორინგს, ვინაიდან ხარისხიან განათლებასთან ერთად, სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა და სტუდენტთა უსაფრთხოების დაცვა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით, საქართველოს მასშტაბით, ამუშავდება მუზეუმები და ბიბლიოთეკები. ასევე, რეგულაციების სრული დაცვით 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სკოლებთან არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეები.
რაც შეეხება თეატრებს, პროფესიულ ანსამბლებსა და სპორტულ კლუბებს, აქაც პროცესი 2 ეტაპადაა დაყოფილი, 15 მარტიდან სარეპეტიციო პროცესს განაახლებენ თეატრები და პროფესიული ანსამბლები, ხოლო საწვრთნელ პროცესს – სპორტული კლუბები. საქმიანობის სრულად აღდგენა, კერძოდ, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება მაყურებლის დასწრებით, დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, შესაძლებელი იქნება 1-ლი აპრილიდან.

მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ უწყებათაშორის საბჭოზე. კიდევ ერთხელ მინდა გამოვაცხადო, ყველა ღონისძიებასთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პროტოკოლი იყოს ზედმიწევნით დაცული და ეს ასეც იქნება.

ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბაღებთან დაკავშირებით. ეს შეეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სრულად აღადგენენ 1-ლ მარტს. აქ განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა 20% გაივლის სავალდებულო ტესტირებას, ზუსტად ისევე, როგორც ეს უკვე გვაქვს სკოლის მასწავლებლებისთვის.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებს, აქ 2 ეტაპად გვაქვს გაყოფილი პროცესი, კერძოდ, 1-ლი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს უფლებამოსილება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. ეს ნებაყოფლობითია, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენთან შეთანხმებით უკვე ინდივიდუალურად მიიღებენ უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, ანუ საქმიანობის სრულად აღდგენას, უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებს უფლებამოსილება ენიჭებათ, აკადემიური პროცესის დანარჩენი ნაწილი, ანუ ლექციები აუდიტორიებში განაახლონ უკვე 15 მარტიდან. აქაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ნებაყოფლობითი, კონკრეტულ გადაწყვეტილებს უნივერსიტეტები და კოლეჯები ჩვენთან შეთანხმებით თავად მიიღებენ.

რაც შეეხება სასკოლო სახელოვნებო წრეებს – პროცესი სრულად აღდგება 15 მარტს.
ასევე, მნიშვნელოვანია მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების საქმიანობის აღდგენა, რომელიც 1-ლ მარტს, სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით განახლდება.

რაც შეეხება თეატრებს, სპორტულ კლუბებს, პროფესიულ ანსამბლებს, აქაც პროცესი 2 ეტაპადაა დაყოფილი, 1-ლი ეტაპი, რომელიც გულისხმობს სარეპეტიციო პროცესს და ვარჯიშს, დაიწყება 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენა, რაც გულისხმობს, თეატრალურ წარმოდგენებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებს, უკვე მაყურებლების დასწრებით, აღდგება 1-ლი აპრილიდან.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, იმისათვის რომ ჩვენ ეს გეგმა შევასრულოთ, უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი“.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა