ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში შარდომეთის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ევროტექნიკსი“ ახორციელებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, მეწარმესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ და გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.