ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები
აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ ა(ა)იპ საბავშვო ბაღში და ადგილზე გაეცნენ ბაღში სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,დელტამშენი''. ღირებულება შეადგენს 699 900 ლარს, ხოლო დაფინანსებულია 95% -სახელმწიფო და 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან.