დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი ნავთლუღის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის, ბეგიაშვილის და ორბელების ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვაზისუბნის დასახლების, წულუკიძის დაშანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), ფეიქართა და ფერაძის ქუჩების მოსახლეობა.