logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული სიახლეები გააცნო
მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული სიახლეები გააცნო
13:30 21.02.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ ახალ ინიციატივებსა და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც ამ სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული.

„პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, კერძო კომპანიები აქტიურად ჩაერთვნენ სამუშაო ძალის მომზადებაში“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინიციატივასთან დაკავშირებით.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიის შესწავლასთან ერთად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. კურსდამთავრებულები ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებისთვის ასოცირებული ხარისხის პროგრამები და კრედიტების აღიარების მექანიზმი დაინერგება, ასევე გაიზრდება პროფესიული განათლების დანერგვის მასშტაბი საჯარო სკოლებშიც.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის დანერგვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 2021 წლიდან კი სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას.

პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებსა და დაგეგმილ სიახლეებზე, კერძოდ: მომდევნო წლებში დაგეგმილია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა; წარმატებით ინერგება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისი ეროვნული ჩარჩო; ევროპული ჩარჩოს ინდიკატორებზე დაყრდნობით დაინერგა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები; მიმდინარეობს კოლეჯების ქსელის განვითარება მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმში, წყალტუბოში; დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო დონის პროფესიული კოლეჯების პროექტებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან. მაგალითად, კახეთში ღვინისა და კულინარიის კოლეჯები, დუშეთში ტურიზმის სკოლა, ხოლო თბილისში საინჟინრო მიმართულების ცენტრი.

„2021 წლიდან საქართველოს პროფესიული განათლება გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს.საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა (უნარების სააგენტო) და დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების ახალი ეტაპი“,– განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა.

პროფესიული განათლების შესახებ საუბრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა იმ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ 70 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფას გულისხმობს საქართველოში პროფესიული განათლების განსავითარებლად. პროგრამა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის“ ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და მიზნად ისახავს საქართველოს22 მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. შემუშავებული მოდელი გულისხმობს ყველა საგანმანათლებლო სივრცის, მათ შორის, სკოლების ოპტიმალურ გამოყენებას საქართველოს მოქალაქეებისთვის თანამედროვე პროგრამების შესათავაზებლად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა