ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურმა თოვლმა რამდენიმე სოფელში პრობლემები
შექმნა.
თოვლის წმენდის სამუშაოები მამათის, ჩოჩხათის, აკეთისა და აცანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობდა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამავე დროს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფები ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობდნენ.
დილიდან სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილთან ერთად ეცნობოდა.