შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც
უცვლელად გთავაზობთ:
"შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია სამხედროებისათვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს ხარისხის მკაცრ კონტროლსა და ყველა ტიპის გადაცდომაზე შესაბამის რეაგირებას.
როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტროში, სამხედროებზე ზრუნვა და მათი უმაღლესი სტანდარტების პროდუქციით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. აღნიშნული პოლიტიკა კვებითი უზრუნველყოფის თვალსაზრისით გულისხმობს სამხედროების მრავალფეროვანი და საუკეთესო ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფას. ამ გზაზე გატარებულ ღონისძიებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები, რაც აგრეთვე გულისხმობს კვების ხარისხში შესაძლო პრობლემების აღმოფხვრისა და დარღვევების პრევენციის მიზნით ნებისმიერი ტიპის მცირე ხარვეზზეც კი კანონით გათვალისწინებულ მკაცრ რეაგირებას.
აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, გატარებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, ცალკეული კომპანიები კვლავ ცდილობენ უგულვებელყონ დაწესებული მაღალი სტანდარტები და შესაბამისად სახელმწიფო კვების კომპანიას უწევს მკაცრი ზომების გატარება. კერძოდ, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“-ს მიერ ყველის შესყიდვის თაობაზე, გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ვანი როქს“, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. თუმცა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მხრიდან არაკეთილსინდისერი ქმედებისა და ასევე ტექნიკური პარამეტრების შეუსაბამობის გამო, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-მ მიმართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ შპს „ვანი როქს“-თან კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 2021 წლის 20 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
მოცემული განცხადება წარმოადგენს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ პოლიტიკას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით, ყველა ტენდერთან და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, შედგეს ჯეროვანი საჯარო და პროაქტიური კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს ფაქტებით მანიპულაცია და საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება" - ნათქვამია განცხადებაში.