ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და
სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
18 თებერვალს გაიწმინდა სოფელ ფსორის და ცხმორის საავტომობილო გზები.
გზების წმენდის სამუშაოებს შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ ასრულებდა.
გზების წმენდის სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება - აცხადებენ ონის მერიაში.