შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის
გრძელდება. ამჯერად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ონლაინ ლექცია გაიმართა.
ჰუმანური პეგადაგოგიკის ფუძემდებელი - შალვა ამონაშვილი არასრულწლოვან მსჯავრდებულებს განათლების მნიშვნელობისა და მოტივაციის შესახებ ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პედაგოგისგან ამომწურავი პასუხი მიეღოთ.
მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები მსჯავრდებულებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში ეხმარებათ. ამ მიმართულებით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მომავალშიც არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.