ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და
სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს სოფელ ღების და გლოლის (კურორტ შოვამდე მისასვლელი) საავტომობილო გზები გაიწმინდა.
სოფელ ღებში გზების წმენდის სამუშაოებს შპს „ ონის სერვის ჯგუფი" ასრულებდა, ხოლო სოფელ გლოლაში შპს „ ონიგზა - 99".
"გზების წმენდის სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება" - აცხადებენ მერიაში.