logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის გამარჯვებული პროექტის სამუშაო შეხვედრა გახსნა
მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის გამარჯვებული პროექტის სამუშაო შეხვედრა გახსნა
18:53 17.02.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის გამარჯვებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ სამუშაო შეხვედრა გახსნა. ონლაინ რეჟიმში გამართული შეხვედრა საქართველოში უნივერსიტეტების როლის გაძლიერებასა და ხარისხის გაუმჯობესებას მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა ევროკომისიის Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE) კონკურსზე ეროვნული პროექტისთვის, დაიმსახურა უმაღლესი შეფასება და მოიპოვა დაფინანსება.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმატება მიულოცა და საქართველოს უნივერსიტეტებში ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ეკონომიკური წინსვლის პროცესში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ განვითარების ტემპმა და სწრაფადცვალებადმა სამყარომ მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოებები და მათი საჭიროებები. მნიშნელოვანია, რომ ამ მოცემულობაში უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი მისიაშენარჩუნდეს, განმტკიცდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს. სწორედ ახალმა რეალობამ განაპირობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტრადიციული როლის განსხვავებულად ჩამოყალიბების აუცილებლობა. ცოდნის შექმნისა და ეკონომიკური ცხოვრებისათვის ინოვაციების მნიშვნელობის ზრდამ უნივერსიტეტებისთვის წარმოშვა ახალი როლი – „მესამე მისია“. მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის, ვინაიდან ის მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტების მესამე მისიის – საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის როლის გაძლიერებასა და მისი ხარისხის გაუმჯობესებას, რაც საქართველოს მდგრად სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებას გულისხმობს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება პროექტში, ხელს შეუწყობს პროექტით დასახული მიზნების მიღწევას, მხარს დაუჭერს უნივერსიტეტების როლის გაზრდასა დადემოკრატიული მისიის განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ განხორციელებაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამინისტროს წარმომადგენლები. შემუშავდება პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის მესამე მისიის მნიშვნელობას, შესთავაზებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხედვასა და სტრატეგიულ მიმართულებებს.

სამუშაო შეხვედრაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მახარაშვილმა, საქართველოში Erasmus + ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა,რვა ქართული და სამი ევროპული უნივერსიტეტის, აგრეთვე, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭოს EFMD (ბელგია) წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა