საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე დგებუაძე უსაფრთხო გარემოს მონიტორინგის მიზნით, სკოლების მონახულებას განაგრძობს. მანდატურის სამსახურის უფროსთან გელა გელაძესთან ერთად ამჯერად იგი თბილისის 53-ე და 55-ე საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ეკატერინე დგებუაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში დაბრუნება მიულოცა და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და შენარჩუნების მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მოკლე ვადებში მოახერხეს შერეული სასწავლო პროცესის ორგანიზება. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიმართულებით.