ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მერის მოადგილე, ბიძინა
იმნაიშვილი შუხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს ესტუმრნენ. შეხვედრებს ხსენებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ.
შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში (ზემო და ქვემო შუხუთი) აღნიშნული პროგრამით 32 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მაჩხვარეთში (მაჩხვარეთი, ჯუნმერე, ორაგვე) - 36 ათასი ლარი.
შეხვედრებზე მოსახლეობამ ის პრობლემები წამოაყენა, რომლებიც მათი აზრით, უმთავრესად მოსაგვარებელია. ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის აზრი შეჩერდა შემდეგზე: შუხუთის ცენტრში სკვერის კეთილმოწყობა, ხოლო მაჩხვარეთში სველი წერტილის მოწყობა და შიდა მიმოსვლის გზის შეკეთება.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 15 თებერვალს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 748 ათასი ლარია გამოყოფილი.