ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მოადგილესთან ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, ფსორი-ბაჯიხევის გზის დაზიანებული მონაკვეთი მოინახულა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმძღვანელებმა შეაფასეს ასევე ალტერნატიულ შემოვლით გზაზე არსებული ვითარება,განიხილეს სამომავლოდ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილი ღონისძიებები.