logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში აშენებული პირველი „ჩინური სათბური“ მოინახულა
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში აშენებული პირველი „ჩინური სათბური“ მოინახულა
20:42 16.02.2021
ახალგაზრდა ფერმერმა მიხეილ რეხვიაშვილმა პანდემიის პერიოდში, სოფელ რაჭისუბანში, ბებია-ბაბუის კუთვნილ მიწაზე, საკუთარი სახსრებით, ე.წ „ჩინური სათბური“ ააშენა.

500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებულ მიწისქვეშა სათბურში დამწყებ ფერმერს პომიდორი და კარტოფილი მოჰყავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთადერთ „ჩინურ სათბურში“ მიხეილ რეხვიაშვილმა უკვე 2 ტონამდე პომიდვრის მოსავალი მიიღო. პროდუქციას ფერმერი ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

„ჩინური სათბური“ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა. მიხეილ რეხვიაშვილს მერმა ბოლნისში ახლად ამოქმედებული აგროცენტრის სერვისები შესთავაზა და ფერმერს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილი პროგრამების შესახებაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

როგორც ახალგაზრდა ფერმერმა აღნიშნა, ის მომავალში აგროცენტრის სერვისებით სარგებლობას გეგმავს.

„დღეს მოვინახულეთ ახალგაზრდა ფერმერის მიხეილ რეხვიაშვილის „ჩინური სათბური“, რომელიც მან პანდემიის პერიოდში სოფელ რაჭისუბანში, ბებია-ბაბუის კუთვნილ მიწაზე ააშენა. დამწყებ ფერმერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დახმარებით შექმნილი აგროცენტრის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. აგროცენტრში მიხეილს პროდუქციის შეფუთვის, ეტიკეტირებისა და სხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია, რაც მას სათბურში მოყვანილი მოსავლის რეალიზაციას უდავოდ გაუადვილებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი ახალგაზრდა ინტერესდება სოფლის მეურნეობით, ჩვენც ადგილობრივი თვითმმართველობა ვცდილობთ, დამწყებ ფერმერებს გვერდში ყოველთვის დავუდგეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ ვფიქრობ, ამ სფეროში ჩადებული თითოეული ინვესტიცია რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. მსურს მიხეილს, ამ შესანიშნავ საქმეში, დიდი წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა