გასულ, 2020 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ
958 317 პირი შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 783 705 პირი, რომელთაგან 71.0 პროცენტი ქალია, ხოლო 29.0 პროცენტი - კაცი. რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.2 პროცენტი თბილისშია, 16.4 პროცენტი - იმერეთში, 10.8 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.7 პროცენტი - ქვემო ქართლში, 9.0 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.9 პროცენტი ფიქსირდება.
საქსტატის ინფორმაციით, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 174 612 შეადგინა, საიდანაც 35.0 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.0 პროცენტს - კაცები.
სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 72.5 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.6 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 8.9 პროცენტს - ომის მონაწილეები, 5.7 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 26.7 პროცენტი თბილისშია, 17.1 პროცენტი იმერეთში, 11.1 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.7 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 35.4 პროცენტი ფიქსირდება.
2020 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 330 943 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 146 619. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 63.1 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 32.7 ათასით განისაზღვრა.