დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, კოკინაკის, ზედაზენის, ჯავის და რიონჰესის ქუჩების მოსახლეობას, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის, ანაპის 414-ე დივიზიის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის დ შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე პეტრიწის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი კოჯრის გზატკეცილის, გიზო ნიშნიანიძის, როსტომ მუსხელიშვილის და ამაღლების ქუჩების მოსახლეობა.