ლანჩხუთის მუნიციპალიტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან
შეხვედრები დაიწყო.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დღეს ლესის, ჩიბათისა და გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
შეკრებილებმა თავად დაასახელეს ამ დროისთვის ყველაზე პრიორიტეტული ორი საკითხი, რომლის მოგვარება არსებული სუბსიდირებითაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2021 წელს 748 ათასი ლარი გამოეყო.