logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სასწავლო პროცესის განახლების პირველ დღეს მიხეილ ჩხენკელი თბილისის სხვადასხვა სკოლას ეწვია
სასწავლო პროცესის განახლების პირველ დღეს მიხეილ ჩხენკელი თბილისის სხვადასხვა სკოლას ეწვია
12:04 15.02.2021
პანდემიის პერიოდში პირველად,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სწავლა სკოლის შენობებშიგაგრძელდა. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სხვადასხვა სკოლებში პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.

სწავლის დაწყების პირველ დღეს მიხეილ ჩხენკელმა თბილისის ყველაზე დიდი – N186-ე მეგა-სკოლა და QSI – თბილისის საერთაშორისო სკოლა მოინახულა, სადაც პირადად გაეცნო, თუ როგორ მოემზადნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლის დასაწყებად, რამდენად არიან დაცული მოსწავლეები რისკებისაგან და რა სამუშაოებია ჩატარებული როგორც უსაფრთხოების, ასევე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. შესაბამისად, უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სკოლებში სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს. მსურს, საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია არსებული კარგი დინამიკის შენარჩუნება. შესაბამისად, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რათა ჩვენს ბავშვებს, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა.“

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თბილისის N186 საჯარო მეგა-სკოლა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის – განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში აშენდა და ის 1300 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში ამჟამად დაწყებითი საფეხურის 848 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც A ბლოკში არიან განთავსებული. ხოლო B ბლოკში საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მომდევნო სასწავლო წლიდან ისწავლიან. გალერეებით დაკავშირებული ბლოკების კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება ქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც მოეწყო სათამაშო და დასასვენებელი ზონები. შენობა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი, გარე მოედნები. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.

QSI - თბილისის საერთაშორისო სკოლა აკრედიტებულია Middle States Association of Collegesand Schools (MSA)-ისმიერ. სკოლაში სწავლა მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები, ძირითადად, სწავლას ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა