საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს
ატარებს.
ქვემო ქართლში, სოფელ ჯანდარაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ექსპლუატაციის პროგრამით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ქიჩიკის მაგისტრალური არხის ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.
აღნიშნული ფართობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნაზარლოსა და ვახტანგისის მოსახლეობა ისარგებლებს.
გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება.