Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების
ფარგლებში, ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 173 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 172 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 557-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 652 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 258 093-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 352 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 27, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 086, საიდანაც: 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 875, აჭარაში - 170, იმერეთში - 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 435 პირი, მათ შორის, თბილისში - 174, აჭარაში - 39, იმერეთში - 130. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში - 70, აჭარაში- 5, იმერეთში - 12. 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 98 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 103, ხოლო აჭარაში - 43.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 802 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 979 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 675 პირი, აჭარაში - 629, იმერეთში - 1 394.