შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის
სამუშაოებიდან გამომდინარე, სოფლის შიდა დაქსელვის სამუშაოებს აგრძელებს.
სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიია“ აფინანსებს 2 437 956 ლარია.
სოფელ აღაინის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრომლემა აწუხებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ. სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
კასპის ადგილობრივი ხელისუფლება შესაძლებლობის მიხედვით ეტაპობრივად აგვარებს აღნიშნულ პრობლემას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.